2015 წლის 6 მარტს შუაფხოს საჯარო სკოლის
მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთობლივად აღნიშნეს დედის დღე. მოსწავლეებმა სხვადასხვა ფორმით
მიულოცეს დედებს ეს დღე: წინასწარ დამზადებული
მისალოცი ბარათებით, ლექსებით, სიმღერებით
და ჩანახატებით, რომლებიც ღონისძიების განმავლობაში განათავსეს კედლის გაზეთზე. ჩვიდმეტივე
მოსწავლემ თავისებურად გამოხატა სიყვარული და სითბო დედისადმი.
Комментариев нет:
Отправить комментарий