მეხუთე კლასში „შვლის ნუკრის ნაამბობი“ ავხსენით. ნაწარმოებიდან
გამომდინარე, ვისაუბრეთ რას იტყოდნენ ჩვენზე
ცხოველები, ლაპარაკი რომ შეეძლოთ. შემდეგ მარიამს ასეთი შეკითხვა დავუსვი:
–მარიამ, რას იტყოდნენ შენზე შენს გარშემო მდებარე უსულო
საგნები, საუბარი რომ შეეძლოთ? მაგალითად მერხი?
–მერხი იტყოდა, მარიამ სულ მჯღაბნის, აღარ შემიძლია
ან ჩემგან რა უნდა?! მასწავლებელი მუდამ აძლევს შენიშვნას, მაგრამ არ ესმის. ერთხელ ნატავი
, ისე მოხდეს და კარგი ბავშვი შემხვდეს!
–დაფა რას იტყოდა?
–მართალია, ყოველ დილით მწმენდს, ოღონდ ერთი გასჭირია,
ჩემზე დაწერა და დახატვა არ უყვარს. მე კიდევ ეს არ მსიამოვნებს.
–სხვა საგნები?
–აი საათი იტყოდა: მარიამს ისე ვუყვარვარ , სულ მე მიყურებს!
ირინე კალანდაძე
* * * * * * * * * *
წინა საახალწლო პერიოდში, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საშობაო ტრადიციებზე ვსაუბრობ.საუბარი შეეხო სანტა–კლაუსს, რომელიც შობის ღამეს ბავშვებს სტუმრობს , ბუხრიდან ჩადის სახლში და საჩუქრები მიაქვს პატარებისათვის.
პატარა ბაჩანა დანაღვლიანდა
–ჩვენ არაფერი. ალბათ ძია ემზარს მიუტანს საჩუქრებს.
–რატომ?– გამიკვირდა.
–ბუხარი მხოლოდ მას აქვს.
ნესტანი ხორხომელიძე
* * *
* * *
* * *
*
მეხუთე კლასელი მარიამ ჯაბანიშვილი აშკარად მაბნევს :)
მეხუთე კლასელი მარიამ ჯაბანიშვილი აშკარად მაბნევს :)
-XVII საუკუნის 50-
იან წლებში ირანის შაჰმა კახეთში მომთაბარე ტომების ჩამოსახლება დაიწყო, ჩამოასახლეს
ათასობით თურქმანი. შენი აზრით, ადგილობრივ
მოსახლეობას როგორი დამოკიდებულება ექნებოდა მათთან ?
-ძალინ კარგი,
მასწავლებელო.
-რატომ?!-გამიკვირდა
-ამდენი უცხოელი
თუ ჩამოვიდა .... დამეგობრდებოდნენ...
კლასის ერთადერთი
მოსწავლისაგან გასაგები პასუხია, მიუხედავად ამისა, გულიანად გამეცინა. ახლა აშკარად გაბრაზებული ტონით მეუბნება:
-მე რა ვიცი,
განა იქ ვიყავი !
* * *
* * *
* * *
*
ვუხსნი, რა არის ბოტანიკური ბაღი. პარალელს ზოოპარკთან ვავლებ,
რაკი ზოოპარკი იცის რა არის. ვცდილობ ავუხსნა , რომ როგორც ზოოპარკში არის გარკვეული
სახეობები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არ გვხვდება, ასევეა ბოტანიკურ ბაღში.
-დიახ.
-ჟირაფი გინახავს?
-მინახავს.
-ზოოპარკს გარეთ
სადმე შეგხვედრია?
-ზოოპარკიდან
თუ გამოვა იქნება.
* * *
* * *
* * *
*
მარიამი ტესტზე
მუშაობს. გარკვეულ საკითხებზე შეფერხდა,
ცდილობს გამორიცხვის მეთოდით მივიდეს სწორ პასუხამდე და მეც „უწყინრად“ გამომიყენოს.
-მასწავლებელო,
ამ ტესტში მესამე პასუხი ხომ არასწორია?
-დაფიქრდი.
-მასწავლებელო,
პირველი პასუხი ხომ არასწორია?
თავი რომ მომაბეზრა, ვეუბნები:
-არ ვიცი.
-კი მაგრამ, მე
რატომღა მიწერთ, თუ არც თვითონ იცით?!
* * *
* * *
* * *
*
-დასავლეთიდან
რომელი კუთხე ესაზღვრება?-გამომცდელად ვეკითხები და ველოდები, პასუხს , რომ დასავლეთიდან
კუთხე არ ესაზღვრება. თუმცა ლაკონური პასუხი მივიღე:
-შავი ზღვა.
-შავ ზღვაში ვინ
ცხოვრობს?- ახლა მაინც ვათქმევინებ...
-თევზები.
დავით ჩივაძე
კარგად ვიხალისე და ცოტა შემშურდა, რატომ არ შევქმენი თავის დროზე ასეთი page
ОтветитьУдалить