2015 წლის 25 თებერვალს შუაფხოს საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში
ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე „მამები და შვილები“. გაკვეთილი ჩაატარა ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგმა ირინე კალანდაძემ. მოსწავლეებმა შესწავლილი ლიტერატურული
ნაწარმოებებიდან და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩამოაყალიბეს თავიანთი შეხედულებები
მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. ამ ურთიერთობების
უკეთ გაცნობიერების მიზნით, გაკვეთილზე ნაჩვენები იყო სახარების ერთ-ერთი იგავის „უძღები
შვილის“ ვიდეო, შემდეგ კი პრეზენტაციით მისი ალეგორიის ახსნა. საბოლოოდ, მოსწავლეებმა წყვილებში წარმოადგინეს
როგორ უნდა აძლევდნენ მაგალითს მშობლები შვილებს, შვილები კი პატივს სცემდნენ მათ.
Комментариев нет:
Отправить комментарий