ირმა ცქიფაშვილი
სკოლის დირექტორი
შუაფხოს საჯარო სკოლაში 2005 წლიდან ვმოღვაწეობ, 2008 წლიდან ვარ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
სკოლაში მოღვაწეობის
პერიოდში, აქტიურად ვარ ჩართული განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებში, ცვლილებებისა
და სიახლეების დანერგვისას ვცდილობდი მაქსიმალურად მეზრუნა ჩემი და სკოლის თანამშრომლების
პროფესიონალიზმის ზრდაზე, რაც პირდაპირ აისახება მოსწავლეთა წარმატებულ შედეგებზე.
გარდა ამისა,
ჩემი სკოლა მონაწილეობს სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ პროგრამებში, კერძოდ, ,,ასწავლე
საქართველოსთვის“ პროექტიდან მოვიწვიე ექვსი მასწავლებელი, რითაც სკოლაში თანამედროვე მიდგომებისა დანერგვასა და
სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას შევუწყვე ხელი.
კარგად ვიცნობ
მაღალმთიანი სკოლის სპეციფიკას და მის წინაშე მდგარ გამოწვევებს, რომლებიც მოიცავს:
ადმინისტრაციის მართვას, პედაგოგთა მოძიებას და მათ ხელშეწყობას, არსებული ფინანსური
და მატერიალური რესურსების ეფექტიანად განაწილებას, დამატებითი სასწავლო რესურსების
მოძიებას, სკოლის ფიზიკური გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვას და სხვ.
შუაფხოს საჯარო სკოლაში
ჩემი ექვსი შვილი იღებს განათლებას, სამი ამავე სასწავლებლის მომავალი მოსწავლეა; აქედან გამომდინარე, ორმაგად ვარ დაინტერესებული სკოლის განვითარებით - როგორც
დირექტორი და როგორც მშობელი. მინდა , რომ ბავშვები იღებდნენ მაღალი ხარისხის განათლებას
და აღიზარდნონ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და ღირსეულ მოქალაქეებად.
ვფიქრობ, ჩემი
წვლილი შევიტანე სკოლის წარმატებებში, რაც თითქმის სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს
უკანაფშავის ხეობის საზოგადოებრივი ცხოვრების განმტკიცება-განვითარებისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий