შემავალ,ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინცია ფშავში.
ფშავი მდებარეობს დუშეთის რაიონში ,ფშავის არაგვის ხეობაში.მისი
გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდილო განედის 42° 25'-42° 30' და აღმოსავლეთ გრძედის
62° 25'-62° 50'.ფშავის ფართობია-550კვ.კმ.
ფშავს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კავკასიონის
მთავარი ქედი,რომლითაც იგი გამოყოფილია ჩრდილოეთიდან პირიქითა ხევსურეთისგან,ხოლო აღმოსავლეთიდან-თუშეთისგან.ფშავს
დასავლეთიდან ესაზღვრება პირაქეთა ხევსურეთი და მთიულეთ-გუდამაყარი,სამხრეთით კი შიდა
ქართლი.
ფშავის ბოლო დასახლებული პუნქტი |
გეოლოგიური აგებულებით ფშავის ქედებსა და მიდამოს ახასიათებს
იურასა და ცარცის ჯიშების სიუხვე,რომელიც მოცემულია ფიქალების,ქვაქვიშების, თეთრი და
ფერადი ქვაკირის სახით.უკანაფშავის მთების სახელწოდებანია: ბორბალო, ბოთანა, ჭიჩო, მისელური, ქადაოშანა, უბისთავი, წითელო, ხუნი
კლიმატი
ფშავის ფიზიკურ-გეოგრაფიულ მდებარეობასთანაა დაკავშირებული
ჰავის ცვალებადობა,ამიტომ ფშავის სამხრეთ ნაწილში(მაღაროს თემში)შედარებით უფრო ზომიერი
და თბილი ჰავაა,ვიდრე კავკასიონის ძირში მდებარე უკანაფშავში.
ფშავის კლიმატი ბართან შედარებით მკაცრია და განეკუთვნება
მთის ტყეების ჰავის ზოლს,ფშავში ზომიერად ცივა,საშუალო წლიური ტემპერატურა 5-11 გრადუსამდე
მერყეობს.გაზაფხული გვიან დგება,ზაფხული თბილია,შემოდგომა მზიანი.
მთაწმინდა |
ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოა და
მერყეობს 1000-1200მმ-ს შორის.წვიმიანი და ნისლიანი ამინდები უფო გაზაფხულობით იცის.ზამთარი
იშვიათად არის უხვთოვლიანი,როგორც წესი,თოვლის საფარი 1მ-ს არ აღემატება,იშვიათად
1,5-2მ.
ჰიდროგრაფია
ფშავის მთავარი მდინარეა ფშავის არაგვი.იგი სათავეს
იღებს ბორბალოსა(3135მ) და ბოთანის მთებიდან.არაგვის სათავეს წარმოადგენს სამი ხევის
შენაკადი:ბოთანას წყალი,ასისხევი და ბოგოჩარის ხევი.ბორბალოდან დაქანებული არაგვი ფშავის
ხეობაზე თანდათანობით ივაკებს და მას სოფელ ახადთან უერთდება მდ.წაწადა და მდ.ვარეულა;დამასტეს
ხატთან-მათურხევი(მათურის წყალი),სოფელ შუაფხოში თეთრახევა,ნაროულა და ხატისხევა.
შუაფხოდან 7 კმ-ის დაშორებით(ორწყალი-1154მ)ფშავის არაგვს
უერთდება ხევსურეთის არაგვი.ორწყლიდან არაგვი სამხრეთისაკენ იღებს გეზს და გზადაგზა
იერთებს მცირე ზომის ხევებს. არაგვის შენაკადებია: ბეტისჩრდილისწყალი, აფშოსწყალი, კაწალხეურა, ვანხევი, ჩარგლურა და სხვა.
ჟინვალში ფშავის არაგვი ჩაედინება ჟინვალის წყალსაცავში.წყალსაცავის
აშენებამდე (მე-20 საუკუნის 80-იანი წლები)იგი ამ ადგილას ურთდებოდა მთიულეთის არაგვს.ჟინვალიდან
არაგვი მიემართება სამხრეთით და მცხეთასთან უერთდება მდინარე მტკვარს.
არაგვი,განსაკუთრებით უკანაფშავის ტერიტორიაზე,საკმაოდ
სწრაფი მდინარეა.მისი ტემპერატურა ზაფხულში
16°-17° არ აღემატება,ხოლო
სიღრმე ორწყლამდე,როგორც წესი,არ აღემატება 1მ-ს,თუ მხედველობაში არ მივიღებთ იშვიათ
მორევებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий