სკოლის ისტორია


შვიდწლიანი სკოლის ნანგრევები
შუაფხოს საგანმანათლებლო დაწესებულების ისტორია გასული საუკუნის 20 –იანი წლების ბოლო და  30–იან წლების დამდეგიდან  იწყება. ამ პერიოდში, როგორც ყველგან, უკანაფშავშიც ჩამოყალიბდა კოლმეურნეობა, გაიხსნა სამედიცინო პუნქტი   და  დაარსდა შუაფხოს შვიდწლიანი სკოლა. სკოლის შენობა აგებულ იქნა ივანე ბადრიშვილის ნასახლარზე, რომელიც კახეთში გადავიდა საცხოვრებლად. სკოლაში ასწავლიდნენ, როგორც ადგილობრივი, ისე ჩამოსული  პედაგოგები: არჩილ ტერეპოვი, ალექსი ოჩიაური, მელანია ბალიაური, კატუშა წოწკოლაური, გალაკტიონ ტუსკაძე, ირაკლი ოჩიაური, ვინმე გედევანიშვილი და სხვები.

დაწყებითი სკოლები გაიხსნა უკანაფშავის სხვა სოფლებშიც : ვაკესოფელსა და მუქოში. ეს სკოლები, უკვე კარგა ხანია გაუქმებულია, მოსახლეობის მაღალი მიგრაციის გამო.
არასრული სკოლა შუაფხოში ომის დროს და მის შემდგომაც ფუნქციონირებდა. დირექტორი იყო ალექსი ოჩიაური, სავარაუდოდ,  ომის დროს გადაკეთდა ის შვიდწლიანიდან ოთხწლიან საგანმანათლებლო დაწესებულებად. სწავლის გასაგრძელებლად მოსწავლეები ბარისახოს სკოლა–ინტერნატში მიდიოდნენ.
სამოციანი წლების მეორე ნახევარში  სკოლის შენობა დაინგრა , ამიტომ ის განათავსეს სოფელ თხილიანაში, კერძო მოსახლეთა ოჯახში.  სკოლა, სხვადასხვა დროს,  ფუნქციონირებდა  ლალი თადიაურისა და იოსებ ციგროშვილის საცხოვრებელ სახლებში. მასწავლებელი იყო ცნობილი პოეტი ირაკლი ციგროშვილი.
ფინური ნაგებობა, სადაც სკოლა იყო განთავსებული
სამოცდაათიანი წლების დამდეგს შუაფხოში ფინური ტიპის ნაგებობა აიგო და მის ერთ ნაწილში განთავსდა დაწყებითი სკოლა.
1983 წელს შუაფხოს ედუარდ შევარდნაძე სტუმრობდა. მან შესთავაზა უკანაფშავის მაცხოვრებლებს , რომ მშენებარე სოფლსაბჭოს ნაგებობა სკოლის სკოლის შენობად გამოეყენებინათ. იდეამ ადგილობრივი საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. 1986 წელს შუაფხოს სკოლა ცხრაწლიანად გადაკეთდა და ახალ შენობაში განთავსა. 1986–2004 წლებში სკოლის დირექტორი იყო ვახტანგ წელაური.
 80–იანი წლების ბოლოს სკოლაში სამუშაოდ ჩამოვიდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: გია რაზმაძე, ნოდარ ჭინჭარაული და სხვები. გია რაზმაძის აქტიური მცდელობით , 1991 წელს შუაფხოს სკოლა საშუალო გახდა. მაგრამ 1997 წელს  კვლავ ცხრაწლიანად გადაკეთდა.

2004–2006 წლებში სკოლას ხელმძღვანელობდა ჟურნალისტი ბელა წვერაძე. ხოლო 2006
შუაფხოს სკოლის ახალი შენობა
წლიდან დღემდე სკოლის დირექტორია ირმა ცქიფაშვილი. 2000–იანი წლები სკოლისათვის ძალიან მძიმე იყო, მოსწავლეთა რაოდენობის სიმცირეს ემატებოდა პროფესიონალი კადრების დეფიციტის  პრობლემა. 2009 წლიდან სკოლა ჩაება პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“–თან თანამშრომლობაში, რასაც მნიშვნელოვანი დადებითი  ძვრები მოჰყვა სკოლის ცხოვრებაში. სასაწავლო პროცესში დაიწყო განათლების სისტემაში არსებული სიახლეების დანერგვა.  დემოგრაფიული სიტუაციაც დღეს უფრო დამაიმედებელია. თემის წინაშე დღეს მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სკოლაში სწავლების საშუალო საფეხურის არარსებობა. 

Комментариев нет:

Отправить комментарий