შუაფხოს საჯარო სკოლა
"ომარ ხაიამი"
საინფორმაციო შეხვედრა
2015 წლის 2 აპრილს პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" პედაგოგებმა მოაწყვეს საინფორმაციო შეხვედრა შუაფხოს საჯარო სკოლის პედაგოგებთან. მათ ადგილობრივებს გააცნეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა; წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები, რომლითაც დეტალურად იქნა მიმოხილული ახალი სქემის ყველა ნიუანსი. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხი ახალ სქემასთან დაკავშირებული პრობლემატიკის ირგვლივ.
"ჩემი წიგნი"
2015 წლის 31 მარტს გაიმართა შეხვედრა შუაფხოს საჯარო სკოლის წიგნიერების კლუბში. საინტერესოა ის ფაქტი , რომ ამ ეტაპზე კლუბს აქტიურად შემოუერთდნენ პედაგოგები, რომლებმაც გააკეთეს მათ მიერ ბოლო თვის მანძილზე წაკითხული წიგნების პრეზენტაცია. პედაგოგების აქტიურობას ბავშვები ხალისითა და ინტერესით მოეკიდნენ. შეხვედრა მრავალფეროვან დისკუსიაში გადაიზარდა.
საჩუქარი საფრანგეთში მცხოვრები თანამემამულეებისაგან
2015 წლის 30 მარტს შუაფხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საფრანგეთში მცხოვრები თანამემამულეებისაგან საჩუქრები მიიღეს. მრავალფეროვანი , დასურათებული ლიტერატურა ბავშვებს ძალიან მოეწონათ. ამ ყველაფერში დიდი იყო ჟურნალისტ თინათინ მოსიაშვილის წვლილი, რომელიც ხშირად სტუმრობს შუაფხოს სკოლას და მხარში უდგას ფშავის საზოგადოებას.
Подписаться на:
Сообщения (Atom)