აქცია თამბაქოს წინააღმდეგ
"მასწავლებლის პორტფოლიო"
2015 წლის 24 მარტს შუაფხოს საჯარო სკოლაში პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" პედაგოგმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე "მასწავლებლის პორტფოლიო". მან, ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, განიხილა მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა, მისი დანიშნულება და აქტუალობა, რეფორმის მოთხოვნებიდან გამომომდინარე; ასევე , დამსწრე პედაგოგებს ელექტრონული ფორმით წარმოუდგინა საკუთარი ნამუშევარი.
"ფერნანდო მაგელანი"
2015 წლის 15 მარტს შუაფხოს საჯარო სკოლაში მოეწყო პრეზენტაცია და დისკუსია ცნობილი მოგზაურის -ფერნანდო მაგელანის შესახებ. ღონისძიება წარმოადგენდა ნაწილს პროექტისა- "ადამიანები, რომელთაც შეცვალეს სამყარო" , რომლის მიზანია სახელგანთქმული ადამიანების ცხოვრების და მოღვაწეობის გაცნობა , მათი პიროვნული თვისებების ანალიზი და იმ როლის შეფასება, რომელიც მათ შეასრულეს კაცობრიობის ისტორიაში.
სადემონსტრაციო გაკვეთილი მათემატიკაში
2015 წლის 13 მარტს შუაფხოს საჯარო სკოლის VIII კლასში ჩატარდა სადემონსტრაციო გაკვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილი ჩაატარა მათემატიკის პედაგოგმა ვალიდა ბაგაურმა; მიზანს წარმოადგენდა საერთო თვისებებით გამოყოფილი ფიგურების სიმრავლის თვისებათა კვლევისა და პრაქტიკული გამოყენების ჩვევათა განმტკიცება. გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული , აქტიურად იქნა გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
"ინსცენირებული სასამართლო"
2015 წლის 12 მარტს შუაფხოს საჯარო სკოლაში ინსცენირებული სასამართლო მოეწყო. ღონისძიება სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში გაიმართა. მოსწავლეებმა ხალხური ზღაპრის "ჩიტი და მელას" პერსონაჟი- ჩიტი გაასამართლეს. ინსცენირებული სასამართლო მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა და პროცესში აქტიურად ჩაებნენ.ღონისძიება მოაწყო სამოქალაქო განათლების პედაგოგმა დავით ჩივაძემ.
Подписаться на:
Сообщения (Atom)